Monday, November 28, 2016

იაკობ გოგებაშვილი


                                ბ ი ო გ რ ა ფ ი ა
იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი (დ. 27 ოქტომბერი [ძვ. სტ. 15 ოქტომბერი] 1840, სოფ. ვარიანი, ახლანდელი გორის რაიონი ― გ. 14 ივნისი [ძვ. სტ. 1 ივნისი] 1912თბილისი) ― ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე.
იაკობ გოგებაშვილი დაიბადა ღარიბი მღვდლის ოჯახში. სწავლობდა ჯერ გორის, შემდეგ თბილისის სასულიერო სასწავლებელში1855 წელს შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში1861 წელს კი — კიევის სასულიერო აკადემიაში. პარალელურად უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო დისციპლინებში ისმენდა ლექციებს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა 1863წელს სამშობლოში დაბრუნებულიყო. 1864წელს გოგებაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო 1868წელს მის ინსპექტორად დაინიშნა. ამავე დროს, იგი აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელიმეთაურობდნენ. გოგებაშვილის პროგრესულმა პედაგოგიურმა მოღვაწეობამ სინოდისა და მეფის ხელისუფალთა უკმაყოფილება გამოიწვია და 1874 წელს, იგი, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, მოხსნეს თანამდებობიდან. ამის შემდეგ, გოგებაშვილი სახელმწიფო სამსახურში აღარ შესულა და მთელი სიცოცხლე საზოგადო მოღვაწეობას მიუძღვნა. გოგებაშვილი დაუღალავად იბრძოდა სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისათვის საქართველოში. იცავდა რეალური განათლების უპირატესობას ფორმალურთან შედარებით. განსაკუთრებით დიდია ღვაწლი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობაში.
იაკობ გოგებაშვილის პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში[1]


სოფელი ვარიანი.
ვარიანი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოშიშიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტშიშიდა ქართლის ვაკეზემდინარელიახვის მარჯვენა ნაპირას, გორი-ნიქოზი-ცხინვალისსაავტომობილო გზაზე. საკრებულოს ცენტრი (სოფლები: არაშენდაახალდაბასაქაშეთივარიანის მეურნეობა). ზღვის დონიდან 680 მეტრი, გორიდან 12 კილომეტრი.

თბილისი სასულიერო სემინარია.
თბილისის სასულიერო სემინარია — სასულიერო სასწავლებელი თბილისში1817-1917 წლებში.
სემინარია გაიხსნა 1817 წლის 1 ოქტომბერს, ახლანდელი ხელოვნების მუზეუმის შენობაში. შედგებოდა რიტორიკის ორი კლასისაგან; 1823 წელს მიემატა ფილოსოფია, ხოლო 1827 - ღვთისმეტყველების კლასები. რიტორიკის კლასებში სწავლობდნენ რუსულ ენასა და ლიტერატურას, რუსეთის და მსოფლიო ისტორიას, რიტორიკას; ფილოსოფიის კლასში - ფილოსოფიას, ლოგიკას, მათემატიკას, ფიზიკასა და ბუნებისმეტყველებას; ღვთისმეტყველების კლასში - ეკლესიის ისტორიას, ძველ სლავურ ენას. სწავლების ექვსივე წელს სწავლობდნენ ლათინურ, ბერძნულ, გერმანულ, ფრანგულ ენებსა და პედაგოგიკას. კურსდამტავრებულებს შეეძლოთ ემუშავათ სოფლის სამრევლო და საერო სკოლების მასწავლებლად ან გაეგრძელებინათ სწავლა სასულიერო აკადემიასა და უნივერსიტეტში. თბილისის სასულიერო სემინარიაში სხვადასხვა დროს სწავლობდნენ პ. იოსელიანი, გაბრიელ ქიქოძე, დ. ბაქრაძე, ვ. პეტრიაშვილი, თ. ჟორდანია, ი. გოგებაშვილი, დ. ჭონქაძე, ლ. არდაზიანი, ს. მგალობლიშვილი, მ. ჯანაშვილი და სხვა.

გორის სასულიერო
სასწავლებელი.
გორის სასულიერო სასწავლებელი, ერთ-ერთი პირველი სასულიერო სასწავლებელი საქართველოში; დაარსდა 1818წელს. აქ ისწავლებოდა რუსული და ძველი სლავური გრამატიკა, არითმეტიკა, საეკლესიო გალობა, კატეხიზისი, ბერძნული და ლათინური ენები (პირველდაწყებითი კუსი), საღვთო სჯული და სხვა. დიდი ყურადღება ექცეოდა თარგმნას (ქართულიდან რუსულად და რუსულიდან ქართულად). სხვადასხვა დროს აქ სწავლობდნენ ი. გოგებაშვილიი. სტალინი, ლ. კეცხოველი, ს. მგალობლიშვილი (შემდგომ აქვე ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას), ნ. ლომოური და სხვები. გორის სასულიერო სასწავლებელი დაიხურა 1917 წელს, როდესაც დროებითმა მთავრობამ მიიღო დადგენილება ყველა სასწავლებლის განათლების სამინისტროს უწყებაში გადასვლის შესახებ. გორის სასულიერო სასწავლებლის ბიბლიოთეკის ფონდი დაცულია ი. გოგებაშვილის სახელობის სახალხო განთლების ბიბლიოთეკაში


კიევის სასულიერო აკადემია.
კიევის სასულიერო აკადემია - უძველესი დაწესებულების უმაღლესი განათლების უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია , მოსკოვის საპატრიარქოს , რომელიც მდებარეობს კიევში . ეს ისტორია აქვს, რომ მიდის უკან დასაწყისში XVII საუკუნეში , როდესაც კიევში მეტროპოლიაში იყო იურისდიქციაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს . მისი მასწავლებელი არ ითამაშა გადამწყვეტი როლი განვითარების უმაღლესი განათლების რუსეთი შუა XVII საუკუნეში 





                                             შ  ე  მ  ო  ქ  მ  ე  დ  ე  ბ  ა
ოგებაშვილის პედაგოგიური მოძღვრება ქართული კულტურის წიაღში საზღვარგარეთისა და რუსეთის პროგრესული პედაგოგიკის მემკვიდრეობის ათვისებისა და შემოქმებითად გადამუშავების შედეგად აღმოცენდა; მსოფლმხედველობა რუსეთის რევოლუციურ-დემოკრატიული იდეების გავლენით ჩამოყალიბდა. მისთვის, როგორც კონსტანტინე უშინსკისათვის რუსეთში, მთავარი პედაგოგიკის პრინციპი იყო ხალხურობის პრინციპი, რომელიც ერის ინტერესების შესაბამის სახალხო განათლებას, ეროვნული კულტურის აღორძინებასა და მშობლიურ ენაზე სწავლებას გულისხმობდა, ამასთან რუსული ენის შესწავლის აუცილებლობასაც. გოგებაშვილმა ჩვენში პირველმა წამოაყენა აღმზრდელობითი სწავლების იდეა, ხოლო სწავლების პრინციპებად — შეგნებულობა და აქტიურობა, სისტემატურობა და თანამიმდევრობა, მისაწვდომობა და თვალსაჩინოება. პედაგოგიკისა და ცალკეულ საგანთა მეთოდიკის ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა განხილულია გოგებაშვილის შრომებში: „ბურჯი ეროვნებისა“„ხე 


ნაყოფით იცნობება“„ახალი ნაბიჯი ხალხის განათლებაში“„ბრმა წინამძღოლობა ხალხის განათლებაში“„ახალი სამოსწავლო გეგმის შესახებ“„სახალხო მასწავლებლის ღვაწლი და უკიდურესი გაჭირვება მისი“„განათლების მდგომარეობა საქართველოში“„მშობლიურ ენაზე სწავლების საკითხები“ და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია გოგებაშვილის სასკოლო სახელმძღვანელოები. „ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“(1865), „ბუნების კარი“ (1868), „დედა ენა“ (1876), „რუსკოე სლოვო“ (1887), რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებასა და დამკვიდრებაში და რომელთა პრინციპზეა შედგენილი ქართული სკოლების დაწყებითი კლასებში მოქმედი ქართული და რუსული ენის სახელმძღვანელოები. 
გოგებაშვილი ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელია. მის მოთხრობებში დიდაქტიკური ელემენტი ორგანულად ერწყმის მხატვრულ რეალიზმს. გოგებაშვილის მხატვრული შემოქმედების ძირითადი წყაროა ქართული ფოლკლორი. ქართული ხალხური ანდაზების საფუძველზეა შექმნილი მოთხრობები „ქურდი და მამალი“„მერცხალი და მეცხვარე“„ცხვარი და მარტი“ და სხვა. მოთხრობები „დევნილი მეგობარი“„ბეღურა“„ლომი“„მერცხალი“„აქლემი“„ორაგულის ცხოვრება“„ნამი“„ცისარტყელა“ და სხვა. ბავშვებს აცნობს ფრინველთა და ცხოველთა სამყაროს; ისტორიულ თემაზე დაწერილი მოთხრობები „ასპინძის ომი“„იოთამ ზედგენიძე“„ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“„ცოტნე დადიანი“„თავდადებული მღვდელი თევდორე“„სხივი წარსულისა“„სამასი თავდადებული გლეხი“ და სხვა.
მოზარდებს სამშობლოსათვის თავდადებასა და სიყვარულს შთააგონებს, ცნობილი მოთხრობა „იავნანამ რა ჰქნა“ (1890) ჰუმანიზმს, პატრიოტიზმს, ხალხთა მეგობრობას ქადაგებს. 1910 წელს გამოვიდა მწერლის რჩეულ პედაგოგიკის და პუბლიცისტურ თხზულებათა ერთტომეული. თავისი საბავშვო მოთხრობებით და კრიტიკული მიმოხილვებით გოგებაშვილმა დიდი ამაგი დასდო საყმაწვილო ჟურნალებს „ნობათს“„ჯეჯილსა“ და „ნაკადულს“.
გოგებაშვილი არ იშურებდა სახსრებს სახალხო განათლებისათვის; იგი მატერიალურად ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებს, ცალკეულ საზოგადო მოღვაწეებს, პოეტებს, მწერლებს და სხვება, სისტემატურად უგზავნიდა ფულს რუსეთსა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე ქართველ სტუდენტებს, ციმბირში გადასახლებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეებს. სიკვდილის წინ მან მთელი თავისი ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა.
1940 აღინიშნა გოგებაშვილის დაბადების 100 წლის იუბილე. გოგებაშვილის ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს. 1952—1965 წლებში გიორგი თავზიშვილისა და დავით ლორთქიფანიძისრედაქციით გამოიცა გოგებაშვილის თხზულებათა ათტომეული, რომელიც შეადგინა და კომენტარები დაურთო ვარლამ ქაჯაიამ. დაწესდა გოგებაშვილის სახელობის მედალი. პედაგოგიურმა საზოგადოებამ დააწესა მისი სახელობის ფულადი პრემია წლის საუკეთესო პედაგოგიური ნაშრომისა ან სახელმძღვანელოსათვის. გოგებაშვილის სახელი მიენიჭა პედაგოგიურ მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, საქართველოს პედაგოგიურ საზოგადოებას, სახალხო განათლების ბიბლიოთეკას, თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტს, თბილისისა და გორის პედაგოგიურ სასწავლებლებს, სოფ. ვარიანის საშუალო სკოლას. ყოველი წლის ოქტომბერში ტარდება იაკობობის დღესასწაული, 1976 ჩატარდა „დედა ენის“ 100 წლისთავის იუბილე, მასობრივი ტირაჟით გამოვიდა გოგებაშვილის „დედა ენისა“ და „ბუნების კარის“ აღდგენილი გამოცემები.
                  ლ  ი  ტ  ე  რ  ა  ტ  უ  რ  ა
  • თავზიშვილი გ., იაკობ გოგებაშვილი, თბ., 1960;
  • თალაკვაძე მ., ი. გოგებაშვილის ანბანის სახელმძღვანელოთა აგების პრინციპები, თბ., 1952;
  • იაკობ გოგებაშვილის სახსოვრად, ტფ., 1913;
  • ლორთქიფანიძე დ., დიდი ქართველი პედაგოგი იაკობ გოგებაშვილი (დაბადებიდან 120 წლისთავის გამო), თბ., 1960;
  • მისივე, ქართული კულტურის მარგალიტი — ი. გოგებაშვილის „დედა ენა“, თბ., 1976;
  • ობოლაძე უ., იაკობ გოგებაშვილი — ქართული სახალხო სკოლის ფუძემდებელი, თბ., 1977;
  • ჯიბლაძე გ., იაკობ გოგებაშვილი — ახალი ქართული პედაგოგიკის მამა, თბ., 1976;
  • იაკობ გოგებაშვილის ბიბლიოგრაფია (1865—1960), თბ., 1961;
  • ლორთქიფანიძე დ., გურგენიძე დ., ნ. ალანია ქსე, ტ. 3, გვ. 196—197, თბ., 1978




                  ნაწყვეტები მისი ცხოვრებიდან
იაკობ გოგებაშვილი "სიტყვით თუ კალმით ებრძოდა მთელი ნახევარი საუკუნე ყოველ უკუღმართობას, რომელიც მის მშობელ ერს წმინდა უფლებებს ართმევდა, ავიწროვებდა... სამშობლო ენა და ეროვნული სკოლა იყო სწორედ ის სიმდიდრე, რომელსაც აგრე დაჟინებით, აგრე თავდადებით დარაჯობდა... ჩვენი სახელოვანი პედაგოგი დიდით-პატარამდი ყველას, ყოველ ასაკს ესაუბრებოდა, არიგებდა, ასწავლიდა ისეთ რასმე, რაც მის ეროვნულ არსებობას ამტკიცებდა, რაც ერს ერის სახელს სძენდა..." (გრიგოლ გველესიანი)
1861 წლებში გაეცნო დარვინს, ჰუმბოლტს, ბოკლს, კონტს, სპენსერს, შლოსერს. კითხულობდა კანტს, ჰეგელს, ფიხტეს, რუსეთის გამოჩენილი მეცნიერების - ბელინსკის, ჩერნიშევსკის, დობროლიუბოვის, ჰერცენის, პისარევისა და სხვათა თხზულებებს. მაგრამ კიევის ჰავამ ისედაც სუსტი ჯანმრთელობის იაკობზე კიდევ უფრო ცუდად იმოქმედა და იგი ტუბერკულოზით დაავადდა. ექიმის დაჟინებული მოთხოვნით, იაკობი იძულებული გახდა, მესამე კურსი მიეტოვებინა და 1863 წელს სამშობლოში დაბრუნებულიყო.
1864 წელს გოგებაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო 1868 წელს მის ინსპექტორად დაინიშნა. იაკობ გოგებაშვილის მოღვაწეობის პერიოდში საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი იყო და ყველაფერი ქართული იდევნებოდა. სკოლებში ქართული ენის ხსენებასაც კი კრძალავდნენ, არისტოკრატიას ქართულად დალაპარაკების რცხვენოდა, ინტელიგენცია რუსულად აზროვნებდა. იმხანად ქართული ენის შესასწავლად ორგვერდიანი ნაბეჭდი ანბანი არსებობდა, ისტორიასა და გეოგრაფიას ვინ ჩიოდა. სკოლაში მკაცრი და უსამართლო წესები ჰქონდათ: მოსწავლეებს წკეპლით სცემდნენ და მუხლებზე აყენებდნენ.
იაკობ გოგებაშვილი თავისი წიგნების შემოსავლით დიდ დახმარებას უწევდა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას". ერთხელ მთელი მიღებული თანხა - ცამეტი ათასი მანეთი მთლიანად გადასცა საზოგადოებას და თავისთვის არაფერი დაიტოვა. იაკობის თანამედროვეები ამბობდნენ, "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება" მისი მეორე ოჯახი იყოო. საკუთარი ოჯახი კი იაკობს არ ჰყავდა. მან თავი მთლიანად თავის ქვეყანას მიუძღვნა. არ ყოფილა არც ერთი ეროვნული საქმე - ზეპირსიტყვიერების შეგროვება, საბავშვო ჟურნალების გამოცემა, ხალხური სიმღერების ნოტებზე გადატანა, სასოფლო-სამეურნეო სკოლის, ბიბლიოთეკების დაარსება, იაკობს სიტყვით თუ ფულით აქტიური მონაწილეობა რომ არ მიეღო. მან კარგად იცოდა, რომ მხოლოდ წიგნით ვერ შეძლებდა ერის განათლებას. იგი საქართველოში სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისთვის იბრძოდა, იცავდა რეალური განათლების უპირატესობას ფორმალურთან შედარებით. იაკობი არ იშურებდა სახსრებს სახალხო განათლებისათვის. ის მატერიალურად ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებს, ბევრ მათგანს თვითონ უხდიდა სწავლის ფულს. სისტემატურად უგზავნიდა ფულს რუსეთსა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში ქართველ სტუდენტებს, ციმბირში გადასახლებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეებს. ბევრმა მისი შუამდგომლობით სტიპენდია მიიღო, მათ შორის - შემდგომში გამოჩენილმა ქართველმა კომპოზიტორებმა: ზაქარია ფალიაშვილმა და დიმიტრი არაყიშვილმა. ამ დროს კი თვითონ საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობდა, ყოფილა დრო, როცა ბინის ქირის გადასახადიც ვერ გადაუხდია და მეგობრებს შეუფარებიათ.
როდესაც იაკობი დაასაფლავეს და მისი ქონების განაწილებაზე მიდგა საქმე მის ნათესავთა და მეგობართა შორის, კუთხეში იდგა ცრემლმორეული ლუარსაბ ბოცვაძე (პედაგოგი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. - ავტ.). როდესაც ჰკითხეს, შენ რაღას წაიღებო, ის შეირხა, თვალი მიაშტერა კუთხეში მიგდებულ ჯოხს, რომელზეც არავინ არა სდავობდა და წყნარად სთქვა: მე კიდევ აგერ ეს ჯოხი მომეცით სახსოვრადო"... (ი. გოგებაშვილის ძმისშვილის, შალვა გოგებაშვილის მოგონებიდან).
                                    ვალერიან რამიშვილი
ენამ გულისა უნდა თქვას
ილია
ენა სულია სკოლისა.
იაკობი
დედაენა და იაკობ გოგებაშავილი ქართველი კაცის ცნობიერებაში განუყოფელი ცნებებია; ვამბობთ იაკობ გოგებაშავილს და თვალწინ დედაენა გვეხატება, ვახსენებთ დედაენას და უამალ იაკობ გოგებაშავილის მადლიანი სახე წარმოგვიდგება. ასე განუყრელად დააკავშირა, დაადუღაბა ისტორიამ ეს ორი ცნება. ასე გაითავისა ქართველმა ხალხმა დედაენისა და ერის დიდი ქომაგი იაკობ გოგებაშავილი.
იაკობ გოგებაშავილის სახელი განუყრელადაა დაკავშირებული სამშობლოსთან, ყველაფერთან, რაც მახლობელი, თბილი და ამღლებულია ქართველი კაცისათვის. იგი ეკუთვნის იმ რჩეულ ადმაიანთა დასს, რომელიც თავისი პროგრესული იდეებით მომავალს ეხმაურება, მომავლით ცხოვრობს, რომლის ჭეშმარიტი სიტყვა და საქმე მარადიული, უკვდავია. ამიტომ უწოდა მას აკაკიმ მომავლის გადია.
დიდ ქართველ მოღვაწეთა შორის იაკობ გოგებაშავილს თვალსაჩინო ადგილი უჭირავს. მან მთელი თავისი სიცოცხლე ხალხის, ერის სამსახურს შეალია. მადლიერმა ქართველმა ხალხმა იგი დიდების კვარცხლბეკზე დააბრძანა, უკვდავების შარავანდედით შემოსა და სალოცავ ხატად გაიხადა.
იაკობ გოგებაშავილის შემოქმედებითს საუნჯეს, მის დანატოვარს დრო ფერს ვერ უცვლის, პირიქით, მეტ ელვარებასა ჰფენს, მარადიული სიცოცხლისა და მიმზიდველობის ძალას ანიჭებს.
იაკობი, ილიასა და აკიკისთან ერთად, ერის თავკაცი იყო და დღენიადაგ ქართველი ხალხის მომავალზე ფიქრობდა, ზრუნავდა მისი ეროვნული და სოციალური ცხოვრების გაჯანსაღებისათვის, ხალხის უკეთესი მერმისისათვის დაუცხომლად იბრძოდა. თავის სამოქმედო პრობრამის შესახებ იაკობ გოგებაშვილი წერდა: "კარგად მოგეხსენებათ, რომ საზოგადო ასპარეზზე მოქმედი ადამიანი მხოლოდ მაშინ ეწევა გულის წადილს და იმარჯვებს, როდესაც მას გარკვეული აქვს გზა ცხოვრებისა და შემუშავებული აქვს გეგმა და პროგრამა მოქმედებისა, ერთი სიტყვით, აღჭურვილი არის ნათელი, განსაზღვრულის მიმართულებით და ამასთან მხოლოდ ახორციელებს ამ თავის მიმართულებას, პროგრამასა" (ი. გოგებაშვილი, თხზ. ტ. 3, 1954, გვ. 244). მართლაც, მას მოღვაწეობის პროგრამაც და მიმართულებაც თავიდანვე ჰქონდა გარკვეული და ისიც კარგად იცოდა, რომ ამ პროგრამის განხორციელება გაბედული, თანმიმდევრული მოქმედების გარეშე შეუძლებელი იყო. ამიტომ წერს ის, რომ "რას ვიცავდი და როგორ ვიცავდი ჩემის ორმოცი წლის სალიტერატურო მოღვაწეობაში, ეს კარგად იციან მოსწრებულმა მკითხველებმა. ვიცავდი უმთავრესად: თვითმმართველობას, ავტონომიას, ხალხის განათლებას დედაენაზე, ქართულის ეკლესიის განთავისუფლებას, ანუ ავტოკეფალიას, ქართულის ტერიტორიის გასადსვლას ქართუველის გლეხების ხელში და სხვ. ყველა ამას ვიცავდი ორსავე ენაზე როგორც ქართულზე, ისე რუსულზე ერთნაირი გაბედულებით, ერთიანი მიმართულებით და შინაარსით. და ვერც ერთი ცილისმწამებელი ვერ მონახავს ჩემს ძველსა და ახალს ნაწერებში თუნდაც მცირეოდენს ორჭოფობას, ორგულობას. მე გამოვედი საზოგადო ასპარეზზე შემუშავებული პროგრამით, ღრმად მოფიქრებული რწმენით და ამ რწმენისათვის მე იოტის ოდენადაც არ მიღალატნია არც ერთხელ, არას დროს. მე არას დროს არ დამავიწყებია, თუ რისი შემძლეა ჩვენი პატარა ერი. "მაქსიმუმი შესაძლებლობებისა", ასეთი იყო ჩემი დევიზი, და არას დროს შეუძლებელზე ჩვენს ერს არ ვაქეზებდი, რადგანაც ცაში წეროების დევნა საუკეთესო ღონისძიებაა, რომ ყველა შინაური ფრინველიც კი ხელიდან გამოეცალოს ხალხსა და თვითონაც სიკვდილის გზას დაადგეს" (ი. გოგებაშვილი, თხზ., ტ. 4, 1955, გვ. 286).
               

                          2. დედაენის უბადლო სახელმძღვანელოები

"ქართველი მოზარდი თაობა სწავლობს
თავის ეროვნულ ენას უმთავრესად ორი
სახელმძღვანელოს შემწეობით: "დედა-ენისა"
და "ბუნების კარის". ეს ორი მთავარი ქართული
სახელმძღვანელო დგას იმავე სიმაღლეზე,
რომელზედაც დგანან საუკეთესო ევროპული
სახელმძღვანელოები".
არტურ ლაისტი
                           

                                            გ) "დედა ენა

"დედა ენა" - ეს პირველი სიბრძნის წიგნი ათეული წლების მანძილზე სწორუპოვარი ძალით ემსახურება ქართველი ბავშვების სულიერი აღზრდის საქმეს. მადლიერმა ხალხმა იაკობ გოგებაშვილის "დედა ენას" 1976 წელს, გამოცემის 100 წლისთავზე, დიდი იუბილე გადაუხადა. ეს იყო ამ უკვდავი წიგნის განუსაზღვრელი დამსახურების საყოველთაო აღიარების ფაქტი.
რით დაიმსახურა "დედა ენამ" ფართო საზოგადოების ესოდენ განსაკუთრებული ყურადღება, სიყვარული და დაფასება? ასეთი დიდი გამარჯვება? "დედა ენამ" მილიონობით პქწია ქართველს გაუკვეთა ანბანი, მისცა მყარი ცოდნა და ახალი ტიპის ქართველი ახალგაზრდობის აღზრდას მტკიცე საფუძველი დაუდო.
"დედა ენა" არა მხოლოდ პატარების, არამედ მთელი ხალხის სახელმძღვანელო გახდა. "დედა ენამ" მკაცრად შეუტია უწიგნურებას, კუთხურობასა და ტომთა შორის კარჩაკეტილობას, განავრცო სიტყვა ქართული და ამერ-იმერნი ერთიანი სახალხო ენით აამეტყველა, დააკავშირა. მწიგნობრობის გავრცელებისა და ქართველი ხალხის კონსოლიდაციაში "დედა ენის" როლი ფასდაუდებელია. ერთი წუთით ყური ვუგდოთ შალვა დადიანს, როგორი ოსტატობით გვიხატავს ამ პროცესს: "დედა ენა" "ამაფეთქებული ნაღმოსნით მისრიალებდა ჩვენსს მიუვალს მთა-კლდეებში - თუშეთსა და სვანეთში, მიდიოდა ბარად, შეუყვებოდა აჭარასა და მესხეთს და ყველგან სძრავდა ენას საქართველოდ, ყველგან აფეთქებდა გრძნობას ეროვნულსა".
"დედა ენა" იაკობ გოგეაშვილის მაღალი ინტელექტისა და მხატვრული შემოქმედებითი ნიჭის კეთილი ნაყოფია. "დედა ენის" შექმნის დროს ერთად მოქმედებდნენ ჩემი ქართული გონება და ჩემი ქართული გული", - წერს ი. გოგებაშვილი. ასეთი დიდმნიშვნელოვანი წიგნი სხვაგვარად ვერ შეიქმნებოდა.
იაკობ გოგებაშვილის უბადლო სახელმძღვანელოები "ქართული ანბანი" "დედა ენა", "ბუნების კარი" "დედანი ქართული წერისა" და "რუსკოე სლოვო" აგებულია პროგრესულ იდეებზე, მონუმენტურ დიდაქტიკურ პრინციპებზე, მეცნიერულ თვალსაზრისზე. მოვუსმინოთ ამის თაობაზე თვით იაკობ გოგებაშვილს: "სრული უფელბა გვაქვს ვთქვათ, რომ ჩვენი სახელმძღვანელონი არიან ნაყოფნი დიდაქტიკური მოსაზრებისა და პრაქტიკული გამოცდილებისა". ვ. გაბიჩვაძესთან პოლემიკისას ის აღნიშნავს, რომ სახელმძღვანელოს შედგენა არ შეუძლია "გონება გაუხსნელ" კაცს, "არამედ განვითარებულ პირს, რომელსაც პედაგოგიურს გამოცდილებასთან მეცნიერება შესწავლილი აქვს". "ყოველი პრაქტიკული გამოცდილება უსარგებლო და უაზრო მექანიკოსობაა და ამაოდ ჩაივლის, თუ მას წინ არ უძღვის მეცნიერული შესწავლა საგნისა, თუ საქმე მეცნიერულს პრინციპებზედ არ არის აშენებული". ეს უკანასკნელი დიდ პედაგოგს თავისი წერის ბადის, თავის მაღალმეცნიერული წრის სისტემის დასაცავად აქვს ნათქვამი, იმ სისტემის, რომელიც 1939 წელს აკად. ვ. თოფურიამ აღადგინა "ქართული წერის დედნის" სახით და რომლის წინააღმდეგ არაერთხელ გაილაშქრა ზოგიერთმა პირმა, რომელთაც სურდათ, ეს დიდი ეროვნული საუნჯე შეეცვალათ თავიანთი ბავშვური ნაცოდვილარით.
იაკობ გოგებაშვილმა "დედა ენა" საკუთარ, მეცნიერულ, თოერიულ თვალსაზრისზე ააგო და იგი ასევე მეცნიერული საბუთებით დაიცვა. დიდი პედაგოგი "დედა ენის" ცილისმწამებლებსა და ორგულებს ასე აფრთხილებს: "დედა ენა" დაუთმობს თავის ალაგს არა რომელსამე ღატაკს წიგნაკს... არამედ იმისთანას, რომელიც უფრო მდიდარი იქნება მასზედ, იქნება უფრო სრული სახელმძღვანელო კითხვისა და წერისა ერთად, უფრო უკეთესად დააკმაყოფილებს მოთხოვნილებას იქითა და აქეთ საქართველოსას, საერო და სამრევლოს სკოლებისას ერთად და უფრო მეტად დაეხმარება გაერთიანებას ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებისას".
როგორც ითქვა, "დედა ენა" მთელი ამერ-იმერი ბავშვების ჭეშმარიტი სახელმძღვანელო იყო, საქართველოს ყევლა კუთხის ბავშვებისათვის გასაგებია საგნობრივი და ენობრივი მასალის შემცველი, მართლაც, სხვადასხვა კუთხის გამაერთიანებელი. ამ იდეის ხორცშესასხმელად იმერ სინონიმებსაც იყენებდა აკაკის დახმარებით; ამის მაგალითებია "დედა ენაში": კომში, ანუ ბია; გოგრა, ანუ კვახი; "ჩურჩხელა, ანუ ჯანჯუხი" და ა. შ. ამით ი. გოგებაშვილი მისაწვდომობის პრინციპებს იცავდა.
"დედა ენის" საანბანო ნაწილი ი. გოგებაშვილმა ააგო წერა-კითხვის სწავლების ბგერით ანალიზურ-სინთეზურ მეთოდებზე, რომელიც მეტად მარჯვე აღმოჩნდა ქართულისათვის, იმ ენისათვის, სადაც ბგერა და ასო, კითხვა და წერა იდეალურად ესატყვისება ერთმანეთს. ეს მეთოდი ი. გოგებაშვილმა ქართულის, როგორც ფონეტიკური ენის, თავისებურებების მაქსიმალური გათვალისწინებით გამოიყენა. ამ თავისებურების ანგარიშის გაწევის საფუძველზე მან ანბანის სწავლების წერა-კითხვის ხერხის ნაცვლად კითხვა-წერის ხერხი გამოიყენა და ამით ქართთევლ ბავშვებს გაუადვილა კითხვისა და წერის ერთდროულად შესწავლის რთული პროცესი.
                             

                                   დ) "დედანი ქართული წერისა"

"დედანი ქართული წერისა" პირველად 1884 წელს გამოიცა. დედნის მეორე გამოცემა განხორციელდა მისი გამოცემიდან 100 წლისთავზე (1983 წელს). იაკობ გოგებაშვილის ქართული წერის დედანსაც თავისი შემოქმედის ისეთივე დიდი ზრუნვის ბეჭედი აზის და მადლი მოსავს, როგორიც უკდავ "დედა ენას". 'დედან ენა" იაკობ გოგებაშვილის სიცოცხლეში 33-ჯერ გამოიცა, "დედანი ქართული წერისა" კი - მხოლოდ ერთხელ, 1884 წელს, თუმცა გამოსაცემად 1882 წელსაც მზად იყო.
იაკობ გოგებაშვილს გულით ეწადა, დედანიც ისე ხშირად გამოცემულიყო, როგორც თავისი "დედა ენა", მაგრამ ამას წინ გადაღობებია რამდენიმე ანგარიშგასაწევი დაბრკოლება. მოვუსმინოთ ამის თაობაზე თავად ავტორს: დედანის "მეორე გამოცემაზე შემდეგში ხელი ავიღეთ... მიზეზი გამოუცემლობისა ორი გახლდათ. პირველად ჩვენი დედანი ღირდა ექსვ შაურად, ყდით ჯდებოდა ორ აბაზად., "დედა ენაშიც" ამდენი უნდა მიეცათ მოსწავლეებს. ოთხი აბაზის გაღება კი ჩვენი ღარიბი ხალხისათვის სამძიმო იყო. დედნის გაიაფება შეუძლებელი იყო, რადგანაც იგი რთული იყო და ძვირად ჯდებოდა. ამიტომ დედანი შემოკლებით გადავიტანეთ "დედა ენაში", რომელსაც მანამდე აკლდა წერის ნიმუშები, და ამასთან ფასი წიგნისა დავტოვეთ წინანდელი, მიუმატებელივ. მეორე მიზეზი ის გახლდათ, რომ ჩვენ არ გვინდოდა გაგვეწია კონკურენცია ქართველის კალიგრაფიებისათვის და გვსურდა გაგვეადვილებინა მათთვის რიგიანი ქართული დედნის გამოცემა მესამე, მეოთხე და შემდეგი წლებისათვის".
როგორც ვხედავთ, დედნის ხელმეორედ გამოუცემლობის მთავარი მიზეზი ის გამხდარა, რომ იგი ძვირი ჯდებოდა და "ღარიბი ხალხისათვის სამძიმო იყო" მისი შეძენა. ამიტომ ავტორს წერის ნიმუშები ფასის გაუდიდებლად "დედა ენაში" შეუტანია. ამგვარი ქველმოქმედებისა და ჰუმანიზმის მაგალითით სავსეა იაკობ გოგებაშვილის მოღვაწეობის ულამაზესი ბიოგრაფია.
იაკობ გოგებაშვილის წერის დედნის გამოცემამდე და შემდეგაც რამდენიმე დედანი გამოიცა, მაგრამ მათგან უმეტესი ნაწილი ეყრდნობოდა სხვა ენათა დამწერლობას, სხვათა წერის ბადეს და უგულებელყოფდა ქართული წერის გრაფიკის თავისთავადობასა და თავისებურებას; ნაკლებად უწევდა ანგარიშს იმას, რომ ქართული მხედრული დამწერლობა არის ოთხხაზოვანი, პირდაპირი და მრგვალი. ამის გამო ი. გოგებაშვილი წერდა: "ჩვენებური ანბანი, ბეჭდური და ხელნაწერი, ბევრად განსხვავდება ევროპული ანბანისაგან და ამიტომ ვერ დაემორჩილება მის კანონებს უცვლელად. წერის კანონების შეცვლა, გაკვლევა და ზედ გამოჭრილს კალაპოტში ჩაგდება ჩვენი წერისა იყო რთული და ძნელი საქმე, სავსე ბევრგვარი დაბრკოლებით". ამიტომაც გაუძნელდათ გამარჯვება ამ საქმეში იმ რამდენიმე პირთა, რომელთაც იკისრეს წინა წლებში ქართული წერის დედნის შედგენა და გამოცემა.
ქართული წერის "კალაპოტად" ი. გოგებაშვილს სამართლიანად მიაჩნდა ქართული კალიგრაფიისათვის მისადაგებული წერის ბადე, რომლის შესაქმნელად, როგორც თვითონ იუწყება, ბევრი დაბრკოლება გადაულახავს, სირთულე, დაბრკოლება გარდაუვალი იყო, ვინაიდან ქართული დამწერლობა არც ერთ სხვა დამწერლობას არ ენათესავება, ორიგინალურია, თავისთავადი. დიდ პედაგოგს კარგად ესმის, რომ გამართული წერის დედანი, რომელიც მეცნიერულ-დიდაქტიკურ თვალსაზრისზე იქნება აგებული, სასურველ დონეზე დააყენებს წერის სწავლებას, განათლების წარმატების საწინდარი გახდება. დედნის შექმნამდე ი. გოგებაშვილი წერდა: "საძირკველი განათლების არის წერა-კითხვის ცოდნა. ისიც ყველამ უწყის, რომ ამ საძირკველის ჩადგმას, უპირველესად, უპირველესად ყოვლისა, ეხმარება გონივრულად, მარჯვედ შედგენილი საკითხავი წიგნი და დ ე დ ა ნ ი. პირველი საკითხავი წიგნები ჩვენში კაი ხანია დაიბადნენ... მაგრამ ხეირიასნს დ ე დ ა ნ ს აქამდე ვერ ვეღირსენით".. როცა დედანიც შეიქმნა, მის შემდგომ ცალკე გამოცემაზე ხელი აიღო, წერის ნიმუშები, კიდევ უფრო დახვეწილი და სრულქმნილი, "დედა ენაში" (V გამოცემაში) შეიტანა, რითაც "დედა ენა" გახდა კითხვისა და წერის ერთიანი, სწორუპოვარი სახელმძღვანელო.